აიეტი-ის შეკვეთა შესაძლებელია სატელეფონო მომსახურების ცენტრში - 2901011; 2186888 ან Online Chat-ით http://chat.tvsarpi.ge/chat
ცვლილების განხორცილებელა ხდება აიეტი-ის პულტის AUDIO ღილაკით. არხის ენის შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არხს აქვს აღნიშნული ფუნქცია.
ეკრანზე არსებულ ენების ჩამონათვალში ხდება სასურველი ენის არჩევა და დადასტურება ღილაკით OK. მოქმედების დასასრულებად საჭიროა AUDIO/EXIT ღილაკზე დაჭერა.
დამატებითი პაკეტის გააქტიურების მოთხოვნა შესაძლებელია სატელეფონო მომსახურების ცენტრში - 2901011; 2186888.
AV რეჟიმზე ტელევიზორის გადაყვანა შესაძლებელია ტელევიზორის პულტით. ტელევიზორის მწარმოებლის მიხედვით AV, VIDEO, TV/AV, TV/VIDEO, SOURCE, INPUT, DIGITAL ANALOG ღილაკზე დაჭერის შემდგომ ეკრანზე მოცემულ მენიუში AV ფუნქციონალის არჩევით და OK/ENTER ღილაკზე დაჭერით ტელევიზორი გადავა AV რეჟიმზე.
1 თვის სააბონენტო თანხა დაანგარიშებულია 30 კალენდარულ დღეზე. თითოეულ აბონენტს ენიჭება დღიური ტარიფი არჩეული პაკეტ(ებ)ის მიხედვით. სააბონენტო მომსახურების თანხა ყოველდღიურად იჭრება გადახდილი თანხის მოცულობიდან აბონენტზე მინიჭებული დღიური ტარიფის მიხედვით.
ბალანსის და გადახდის თარიღის გადამოწმება შესაძლებელია სატელეფონო მომსახურების ცენტრთან დაკავშირების გზით - 2901011; 2186888.
აბონენტებთან, რომელთაც კომპანიაში დაფიქსირებული აქვთ მობილური ტელეფონის ნომერი, ბალანსის ამოწურვამდე 2 დღით ადრე იგზავნება გადახდის შეხსენების მოკლე ტექსტური შეტყობინება.
ტაქნიკური ჯგუფების მომსახურება უფასოა.
მომსახურების გაუქმება (დემონტაჟი) უფასოა.
სწრაფი გადახდის აპარატი სააბონენტო მომსახურების თანხის გადახდის დროს ითხოვს 6 ნიშნა კოდის შეყვანას. 5 ნიშნა კოდის არსებობის შემთხვევაში, კოდის წინ საკმარისია 0-ის დამატება.
მომსახურების დაპაუზება შესაძლებელია მაქსიმუმ 50 კალენდარული დღით. შეჩერების ტარიფი თითო სატელევიზიო წერტილზე და 1 კალენდარულ დღეზე შეადგენს 10 თეთრს.
მომსახურების დაპაუზების მოთხოვნა შესაძლებელია სატელეფონო მომსახურების ცენტრში - 2901011; 2186888.
წარწერა ეკრანზე „არხი კოდირებულია“ ნიშნავს, რომ აბონენტის მიერ არჩეულ პაკეტში აღნიშნული არხი არ შედის. არხის ჩასართავად საჭიროა შესაბამისი პაკეტის გააქტიურება. პაკეტის დამატება მოთხოვ შესაძლებელია სატელეფონო მომსახურების ცენტრში - 2901011; 2186888
სააბონენტო მომსახურების თანხის დაფარვა შესაძლებელია შემდეგი არხებით:
• საქართველოში მოქმედი ნებისმიერი ბანკი;
• ინტერნეტ ბანკი;
• მობაილ ბანკი;
• სწრაფი გადახდის აპარატები.
სამივე შემთხვევაში საჭიროა სააბონენტო ნომრის (ID) ან ფიქსირებული ქალაქის ნომრის (თუ ეს უკანასკნელი დაფიქსირებული არის კომპანიაში) ზუსტად დასახელება ან შეყვანა.
სააბონენტო მომსახურების თანხის გადახდა ნაწილ-ნაწილ შესაძლებელია. აბონენტს აქვს მინიჭებული დღიური ტარიფი არჩეული პაკეტ(ებ)ის მიხედვით. გადახდილი თანხა დღიური ტარიფის შესაბამისად დაითვლება და გადანაწილდება დღეების რაოდენობაზე.
სააბონენტო მომსახურების თანხა აბონენტის ანგარიშიდან იჭრება ყოველდღიურად მინიჭებული დღიური ტარიფის მიხედვით.